პოლიციამ გუშინდელი აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანა

19 ოქტომბერი 2025, 16:11 74 ნახვა

არსებული ინფორმაციით, 18 ოქტომბრის აქციის მონაწილე რამდენიმე პირი პოლიციამ განყოფილებებში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება რუსთაველის გამზირის გადაკეტვას.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის განყოფილებებში გადაყვანილია რამდენიმე პირი, მათ შორის ჟურნალისტი ვახო სანაია, ლაშა ჩხარტიშვილი, ლევან ჯობავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში