გერმანიამ პეტერ ფიშერი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვია

19 ოქტომბერი 2025, 14:06 139 ნახვა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაიწვიეს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის, რათა განისაზღვროს, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა.

როგორც საელჩოში აცხადებენ, იოჰან ვადეპულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის.

„მრავალი თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის, როგორ გაგრძელდება მუშაობა. ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში