საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება. ქართულ დელეგაციას ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი მასპინძლობს. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს კოლეგა მინისტრთან; ამასთან, მხარეები ხელს მოაწერენ უწყებებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს. საქართველოს დელეგაცია, ასევე ეწვევა სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს და ადგილზე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე