ბიზნესიდეების ვორკშოპები შუახევში

19 ნოემბერი 2025, 14:03 111 ნახვა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით რეგიონული პროექტის, ბიზნეს იდეების გენერირების ვორკშოპების პირველი შეხვედრა გაიმართა.

ვორკშოპის მიზანია ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარებას და ინოვაციური მეთოდების ათვისებას.

მონაწილეებმა დღის განმავლობაში მიიღეს პრაქტიკული რჩევები და ისწავლეს, როგორ გადაიყვანონ იდეა რეალურ პროექტად.

პროექტი ხვალ დასრულდება. დასრულების შემდეგ გამოვლინება საუკეთესო გუნდები, რომლებიც შეუერთდებიან პრე-აქსელერატორის პროგრამას და თავიანთ იდეებს უკვე შემდეგ ეტაპზე განავითარებენ.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე