აქცია ბათუმის მერიასთან

19 ნოემბერი 2025, 17:39 183 ნახვა

ბაგრატიონის 113 ნომერში მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის ბინის მესაკუთრეებმა ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს და მერს დახმარების თხოვნით მიმართეს. 

აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე წლის წინ დაწყებული კორპუსის მშენებლობა ამ დრომდე შეჩერებულია, მიზეზი მშენებარე კომპანიებს შორის დავებია.

მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად  კორპუსი უნდა ჩაებარებია კომპანია ,,ევრო ლუქსს’’, თუმცა შემდეგ ,, როდოს  დეველოპმენდმა’’ გადაიბარა აღნიშნული საქმე, მაგრამ  საკითხი დღემდე მოუგვარებელი დარჩა. 

როგორც მერიასთან შეკრებილებმა განმარტეს მშენებლობა ახლა ,, ტექტო ჯგუფმა’’ ჩაიბარა. აქციის მონაწილეების თქმით, დაუსრულებელ კორპუსში მომავალ მობინადრეებს ბინის საფასურის 90% აქვთ გადახდილი და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ოფიციალურად რეგისტრირებული არა აქვთ. უფრო მეტიც, კომპანიასთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე იყიდეს ბინები.

მოქალაქეების ნაწილი დაწყებული მშენებლობის დასრულებას, ნაწილი კი გადახდილი ბინის თანხას ითხოვს.

ამ მოთხოვნით ისინი მერს, გიორგი ცინცაძეს შეხვდნენ და როგორც აღნიშნეს, მიიღეს დახმარების დაპირება.

ბათუმის მერის მოადგილის, ნუკრი დეკანაძის თქმით, აღნიშნულ საკითხს მერია იცნობს, ასრულებს კომპანიასა და მოქალქეებს შორის მედიატორის ფუნქციას, თუმცა ამ ეტაპზე სამ  მშენებარე კომპანიას შორის სამართლებრივი დავა  მიმდინარეობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე