ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი

18 ნოემბერი 2025, 18:12 121 ნახვა

ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა. 
ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას პარტნიორი სახელმწიფოების იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. 
ყოველწლიურად ღონისძიებას თბილისი და ერევანი მორიგეობით მასპინძლობს. 
ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები განიხილავენ აქტუალურ საკითხებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.
ფორუმის ფარგლებში, სომხეთის იუსტიციის მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა, ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა პაატა სალიასა და სრბუი გალიანს შორის.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში