ვითარება აჭარის მაუწყებელში -„ჟურნალისტთა ასოციაცია“  ბრიუსელში საპროტესტო წერილს გზავნის

25 თებერვალი 2020, 18:09 1492 ნახვა

„ჟურნალისტთა ასოციაცია“ აჭარის ტელევიზიის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობაზე ბრიუსელში საპროტესტო  წერილს გზავნის. მიმართავს ხელისუფლებას უმოკლეს ვადაში მოხდეს იმ კრიზისიდან გამოსვლა, რომელიც „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არის შექმნილი.მოუწოდებენ ხელისუფლებას დაიცვას ჟურნალისტების შრომითი უფლებები, დეტალურად განიხილოს თითოეული დაზარალებული ჟურნალისტის საქმე და ხელი აიღოს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ უფლებას იტოვებს კანონის ფარგლებში, ნებისმიერ ფორმას მიმართოს ჟურნალისტების და მედიასაშუალების დასაცავად. ამასთან, აღნიშნული საპროტესტო წერილი გაეგზავნა „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასა“ და  „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციას“ ბრიუსელში, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში