ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 71 ადამიანი დაიღუპა

25 თებერვალი 2020, 09:43 1623 ნახვა

ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 71 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში კი ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. 9-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა სამხრეთ კორეაში, ინფიცირებული კი - 893 ია. 7 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში, დაავადებულთა  რაოდენობა 231- ია.

კორონავირუსით 12 ადამიანი დაიღუპა ირანში. მსოფლიო მასშტაბით კი, კორონავირუსმა ამ დროისთვის 2 701 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 80 150 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 27 626  ადამიანი.  ამასთან, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოს შესაძლო პანდემიისთვის მზადყოფნას ურჩევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში