პრემიერი ამბობს, რომ აქციებს მის სახლთანაც მართავდნენ, თუმცა ეს ოპოზიციისთვის არასდროს დაუბრალებია

21 თებერვალი 2020, 15:01 1356 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები აქციებს მის სახლთანაც მართავდნენ, მაგრამ არასდროს უფიქრია, რომ ეს ოპოზიციის ორგანიზებული იყო. გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს გამოძიების საქმეა. 

''ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელია, პოლიციამ უნდა იმოქმედოს, მოქმედებდეს და დარწმუნებული ვარ იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ჩემს საცხოვრებელ სახლთანაც მომხდარა მსგავსი, საცხოვრებელ სივრცეში, ჩემს მოხუცებული მშობლებთანაც. არასდროს აზრადაც არ მომსვლია გამეკეთებინა დასკვნა, რომ ეს ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული. ეს არის გამოძიების საქმე'' - უთხრა ჟურნალისტებს პრემიერ მინისტრმა. 

ორი დღის წინ, ახალგაზრდების ჯგუფი იმ კაფეში მივიდა, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატ ელენე ხოშტარია იმყოფებოდა. ისინი საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერება საქართველოს შეურაცხყოფაა და ელენე ხოშტარიასგან ამ ფაქტის გამო ბოდიშის მოხდას და სადეპუტატო მანდატის დატოვებას ითხოვენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში