აჭარის მაღალმთიანეთში  აღარ თოვს

15 თებერვალი 2020, 12:08 2127 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში აღარ თოვს, თუმცა დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან.  საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ხულოში 17, შუახევში 16 და ქედაში 14 ერთეული ტექნიკა გზას, დღის პირველ ნახევარში გაწმენდს. 

კურორტ გოდერძიზე გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი და ზამთრის სეზონის საბურავების მქონე ტრანსპორტისთვისაა შესაძლებელი. დენი ამ დრომდე არ აქვთ, შუახევში:  ჭვანისა და დღვანის ნაწილს, ქედაში  ზვარეს დანდალოს მახუნცეთსა და დოლოგანს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში