ფიჭვნარში 10 ხე მოჭრეს

14 თებერვალი 2020, 10:58 1481 ნახვა

ქობულეთში,  სასტუმროს „ჯორჯიან პალასის“ მიმდებარედ, ფიჭვნარის ტერიტორიაზე გუშინ 10-მდე  ხე მოიჭრა.  არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ეს უკვე მეორე ინვესტიციაა, რომლის გამოც ხეები მასობრივად მოიჭრა. სანაპიროზე "ალიანს ჯგუფი" აშენებს სასტუმროს,  ამიტომაც გასული წლის ნოემბერში 15 ძირი ხე მოჭრა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.  

მაშინ, ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ამბობდა, რომ  ეს ტერიტორია, დაახლოებით 30-ათასი კვადრატულ მეტრია, სადაც ხეების ჭრა ლიმიტირებული არ არის. საკითხზე  კომენტარი ქობულეთის მერიაში ჯერ არ გაკეთებულა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში