დიდთოვლობის გამო სოფელ თხილვანაში მეწყერი გააქტიურდა 

13 თებერვალი 2020, 14:16 2204 ნახვა

დიდთოვლობის გამო სოფელ თხილვანაში მეწყერი გააქტიურდა.

მიწის მასა ჯაიანების საკარმიდამო ტერიტორიაზე ჩამოიშალა. ექვსწევრიანი ოჯახი უსაფრთხოების მიზნით მეზობლებს აფარებს თავს.

შეგახსენებთ რომ თხილვანაში მასშტაბური მეწყერი 2016 წელს განვითარდა, მაშინ ტერიტორია გეოლოგებმა  შეისწავლეს და სიცოცხლისთვის საშიშად გამოაცხადეს. ჯანდაცვის სამინისტრომ იქ მცხოვრებ ოჯახებს 25 ათასი ლარი ჩაურიცხა. მათ შორის არიან ჯაიანებიც, რომელთა სახლთან მეწყერი კვლავ გააქტიურდა.

 

ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში