კორონავირუსის პირველი შემთხვევა აშშ-ში

22 იანვარი 2020, 18:15 406 ნახვა

უცნობი კორონავირუსის პირველი შემთხვევა აშშ-ში დადასტურდა. დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, ვირუსის დიაგნოზი 30 წლის კაცს დაუსვეს, რომელიც სიეტლში ჩინეთიდან ჩავიდა.

ვირუსით დაავადების შემთხვევები ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაივანშიც დადასტურდა. ყველა დაავადებული ქალაქ ვუჰანში იყო ნამყოფი.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით ქვეყანაში ახალი ვირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 9-მდე გაიზარდა. გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ვირუსი გადამდებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში