საქართველოდან თურქეთში ავტომობილის კარებში დამალული 5450 კუ შეყავდათ

21 იანვარი 2020, 13:51 11518 ნახვა

საქართველოდან თურქეთში კუს უკანონოდ შეტანის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე განმარტებით, თურქმა მებაჟეებმა  დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც  სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთში 5450 წყლის კუს შეტანას ცდილობდა.

გავრცელებული ინფრომაციით, კუები ავტომობილის კარებში  ყავდათ დამალული.

ფაქტზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში