გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მოთხოვნა

16 სექტემბერი 2016, 00:00 4291 ნახვა

საპროტესტო შეკრება ე.წ. შარაბიძეების დასახლებაში საჯარო სკოლასთან გაიმართა. რამდენიმე თვის წინ დასახლებაში გარდაცვლილი 14 წლის ბიჭის ბებია, აღნიშნულ სკოლაში ერთ-ერთი მოზარდის სწავლას აპროტესტებს. იგი მას შვილიშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს და მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლებით იმუქრება. საჯარო სკოლის მიმდებარედ შეკრებილ გარდაცვლილი მოზარდის ნათესავებს სკოლის დირექტორი და ბათუმის რესუსრს ცენტრის დირექტორი შეხვდენენ. მათ გარდაცვლილის ბებიას 2 დღიანი ვადას სთხოვეს და საკითხის მოგვარებას დაჰპირდნენ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი