ხელვაჩაურის ბიუჯეტში ცვლილებები ბოიკოტის ფონზე დაამტკიცეს

17 იანვარი 2020, 15:24 1459 ნახვა

ხელვაჩაურში დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ დაესწრნენ. სხდომაზე მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის დეპუტატები მივიდნენ. "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა წინა სხდომაზე ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს, თუმცა  ამბობენ, რომ ამჯერად მათი შენიშვნები გაითვალისწინეს და ისინიც შესაბამისადაც მოიქცნენ.

საფინანსო დოკუმენტი წელს 1 მილიონ 321 517 ლარით  გაიზარდა.  თანხები 8 პროექტზე გადანაწილდა. ცვლილების შედეგად, სოფელ მირვეთში  სანიაღვრე არხი, სოფელ ქვედა სამებასა და  ახალსოფელში წყლის რეზერვუარი და მაგისტრალი მოეწყობა. სალიბაურსა და ახალსოფელში ამბულატორია და ადმინისტრაციული შენობა გაკეთდება. ამბულატორია მოეწყობა სოფელ ჭარნალშიც.

120 000  ლარი დაემატა საცხოვრებელ სახლებთან ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობის პროგრამას, 73 761 ლარი კი გზებზე ფერდსამაგრი კედლების მოწყობაზე დაიხარჯება. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ბიუჯეტს თანხები წინა წლის ეკონომიებისა და წელს გადასახადებიდან შემოსულობებით დაემატა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში