აჭარის მაღალმთიანეთში მოცურების საწინააღმდეგო ტექნიკური მარილი არ შეუძენიათ

14 იანვარი 2020, 20:14 462 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა, მაგრამ თოვა ძლიერმა ყინვამ ჩაანაცვლა. სოფლებში ყინვის გამო ტექნიკური მარილის დაყრას მითხოვენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აჭარის გზების დეპარტამენტს სპეციალური საშუალება არ აქვს და შესყიდვას ახლა გეგმავს.

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში უკვე მეორე დღეა ძლიერი ნალექის შედეგებს ებრძვიან. პრობლემებია შიდა საუბნო გზების ნაწილზე.  აჭარაში დღეს გამოიდარა და მზიან ამინდებს მომდევნო დღეებშიც პროგნოზირებენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში