დეკანოზ მამალაძის ოჯახი ორ სარჩელს ამზადებს

13 იანვარი 2020, 14:10 237 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი ორ სარჩელს ამზადებს. მსჯავრდებულის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, ერთი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის გაუარესების გამო  სასჯელის გადავადებას შეეხება.

მეორე კი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევას. დეკანოზის ძმა აცხადებს, რომ პრეზიდენტმა შეწყალების საკითხზე გამართულ ბრიფინგზე გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობის მომზადებაში დაადანაშაულა, რითაც მას ბრალი დასდო და  მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში