ამოღებული ნივთების შესწავლის შემდეგ მოხდება გამოკითხვები და სამართლებრივი შეფასებები, დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული - სუს-ი

17 ოქტომბერი 2025, 19:57 108 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლებისა და პირადი ჩხრეკის შესახებ პროკურატურის განცხადების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის.

„ამოღებული ელექტრონული მოწყობილობებისა და სხვა ნივთების, მათ შორის მათი წარმომავლობის შესწავლის შემდეგ, მოხდება გამოკითხვები, ხოლო სამართლებრივი შეფასებებიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული,“ - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში