ირინე იმერლიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

17 ოქტომბერი 2025, 21:04 77 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულებით N 2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში