ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი 

28 ნოემბერი 2025, 10:31 71 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 

მესტიიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ბენზინმზიდი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გააჩერეს. სამართალდამრღვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაზე, ცისტერნაში სპეციალურად მოწყობილ სამალავში, სვანეთში უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული წიწვოვანი სახეობის 16 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი გადაჰქონდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი