4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

27 ნოემბერი 2025, 17:33 108 ნახვა

ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 14 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში გამოყენებას შუამდგომლობდა.

ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატები ასევე ბრალდებულების მიმართ სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებასაც შუამდგომლობდნენ.

მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ შეფარებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი