4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების წინასასამართლო სხდომა

27 ნოემბერი 2025, 10:51 99 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი.  საქმეებს მოსამართლეები ნატო ხუჯაძე და ვალერიან ბუგიანიშვილი განიხილავენ.

ამ წუთებში  28 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ამ საქმეზე გუშინ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ყველა მათგანის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.

ასევე  წარდგენილი აქვთ ბრალდება მოწოდებებზე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი