პოლიციამ აჭარაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა

18 ოქტომბერი 2025, 11:09 201 ნახვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს. ერთი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოთხი კი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ამავე რესტორანში საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს, შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორანში მყოფ პირებს და დააზიანეს ინვენტარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში