ყაჩაღობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს

18 ოქტომბერი 2025, 11:54 126 ნახვა

ჯგუფურად ჩადენილი  ყაჩაღობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანია დაკავებული თბილისში.დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვნები ცივი იარაღით, ჯგუფურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტაქსის მძღოლს. ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად,  ბრალდებულები ავტომობილის სალონში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ყაჩაღური თავდასხმისას დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში