კურორტ გოდერძზე მიმავალი ტურისტები თოვლში ჩარჩნენ

13 იანვარი 2020, 12:03 1635 ნახვა

დიდთოვლობის და უხვი ნალექის გამო ხულოში ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ  კურორტ გოდერძის მიმართულებით მიმავალ უცხოელ ტურისტთა ჯგუფის სატრანსპორტო საშუალება გზაზე გაჩერდა, ტურისტებმა მანქანა დატოვეს და ჯგუფი დანიშნულების ადგილას  მაშველებმა  გადიყვანეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში