ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა მედალი მოიპოვა

12 იანვარი 2020, 18:52 348 ნახვა

ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას წყვილი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია!

ფიგურულ ციგურაობაში გამართულ შეჯიბრში, ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში 59.14, თავისუფალ პროგრამაში 98.15, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 157.29 ქულა დააგროვა და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი მოუპოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში