შეჩერდება თუ არა მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის კენჭისყრა, სასამართლომ ხვალ უნდა გადაწყვიტოს  

07 იანვარი 2020, 20:18 407 ნახვა

უმაღლეს საბჭოში აჭარის ტელევიზიის მეხუთე მრჩევლის შესარჩევად კენჭისყრა ხვალისთვისაა ჩანიშნული. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი გია ქარცივაძეა. კონტექსტიდან და გასულ თვეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ამ კვოტით შერჩეული მეხუთე წევრის დროული მონაწილეობა მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვანია, რადგან დღის წესრიგში არხის სტრუქტურული რეორგანიზაცია დგას. სხდომამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი ხდება, რომ ეს პროცესი შესაძლოა შეჩერდეს. ოთხი ყოფილი კონკურსანტი იმ კომისიის ოქმის გაბათილებას ითხოვს, რომელმაც ფრაქციას მხოლოდ  სამი კანდიდატი შესთავაზა.

ფიქრობენ, რომ კომისია საკუთარ კომპეტენციას გასცდა და უმაღლეს საბჭოს შემზღუდავი ბარიერები დაუწესა. კომისიაში, კი რომელშიც მედია-ექსპერტებიც შედიოდნენ, ბრალდებებს არ იზიარებენ და  ამბობენ, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედეს. თავმჯდომარის, თამარ მამეიშვილის განცხადებით ის ვინც გასაუბრებისას მაუწყებლის ხვალინდელ დღეზე აკეთებდა აქცენტს, დღეს, უნდა იაზრებდეს რამდენად აზარალებს ეს საჩივარი პროცესს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი