''შავი ზღვის ნაწილი მკვდარია“ – ''ბი-ბი-სის“ სიუჟეტში ბათუმის ნაგავსაყარი მოხვდა

04 დეკემბერი 2019, 20:10 8037 ნახვა

შავი ზღვის ნაწილი მკვდარია - ინფორმაციას მეცნიერულ კვლევაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. დასკვნა მკვლევარბმა, სინჯების აღების შემდეგ გამოაქვეყნეს. გავლენიანი გამოცემა წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპისთვის შავი ზღვა, წლების განმავლობაში იყო ნაგავსაყრელად  ქცეული. ერთ-ერთ შესაძლო მიზეზებს შორის სახელდება დიდი ხნის წინ დასახური ადლიის ნაგავსაყარი.

პრობლემებს არ უარყოფენ საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში, მაგრამ ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში შავი ზღვის აჭარის აკვატორიაში წყლის ხარისხი გაუმჯობესდა. ნარჩენების მიერ გარემოს დაბინძურების პრობლემის მოგვარებას კი რეგიონში ახალი ნაგავსაყარის მშენებლობის შემდეგ ელოდებიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში