''მონა'', ''სირცხვილია'' - ირაკლი კობახიძეს აქტივისტები შეძახილებით შეხვდნენ

02 დეკემბერი 2019, 14:35 233 ნახვა

''წლის საუკეთესო მონა'', ''აქ ირაკლი არავინ არ არის'', ''თავისუფლება ირაკლი კობახიძეს'' - ამ ბანერებით იმყოფებიან  #სირცხვილიას და შეცვალეს აქტივისტები სასტუმრო ქორთიარდ მარიოტთან, სადაც ცოტა ხნის წინ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მივიდა. 

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძეს დისკომფორტს შეუქმნიან ყველგან. 

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს შეძახილებით შეხვდნენ. მონა, სირცხვილია. 

ირაკლი კობახიძე შენობაში უკომენტაროდ შევიდა. 

''ირაკლი კობახიძეს სირცხვილის კორიდორი მოვუწყვეთ. დავპირდით, რომ ვერ გადაადგილდებიან წყნარად, პროტესტის გარეშე. ჩვენ ამ რეჟიმში ვიქნებით, სანამ საზოგადოების ლეგიტიმური მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები'' - აცხადებენ ორგანიზატორები. 

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი