აჭარის მაუწყებლის დირექტორობის მსურველებს განაცხადების შესატანად ორი დღე აქვთ

18 ნოემბერი 2019, 20:20 3023 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე ღია კონკურსი განახლდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა  ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო’’-ს კერძო საჩივარი და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება, რომლითაც შეჩერებული იყო  მეოთხე კონკურსი.

ხვალ დილის 10 საათიდან  განახლდება საბუთების მიღება და გაგრძელდება 20 ნოემბრის 18 საათამდე - დირექტორის კონკურსის განახლებაზე განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ცოტახნის წინ გაავრცელა. 

''ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო’’-ს კერძო საჩივარი და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება, რომლითაც შეჩერებული იყო სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო’’-ს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 25 აგვისტოს N01-01/19 გადაწყვეტილება (ოქმი N21), მაუწყებლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურის გამოცხადების შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გაგრძელდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო’’-ს დირექტორის ვაკანსიაზე ღია კონკურსი. საბუთების მიღება განახლდება 2019 წლის 19 ნოემბრის 10:00 საათიდან 2019 წლის 20 ნოემბრის 18:00 საათამდე.

მსურველებს შეუძლიათ განცხადებების შემოტანა როგორც მატერიალურად, (ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ 41), ასევე, ელექტრონულად მისამართზე: board@ajaratv.ge'' - წერია განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად მეოთხედ გამოცხადებული კონკურსი, დოკუმენტების მიღების დასრულებამდე ერთი დღით ადრე, სასამართლოს გადაწყვეტილებით 24 აგვისტოს შეჩერდა.სასამართლომ ეს გადაწყვეტილება  კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რომ ეს უსაფუძვლო იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში