“იმედგაცრუებული ვარ” - ბიძინა ივანიშვილის საგანგებო მიმართვა

14 ნოემბერი 2019, 20:09 263 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიციას მინიმალური პოლიტიკური სიმწიფე და სახელმწიფოებრივი აზროვნება რომ გამოევლინა, ჩვენს მაჟორიტარებსაც დავარწმუნებდით საარჩევნო რეფორმის გადავადების იდეის უპერსპექტივობაში - ეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაა, რომელიც საკუთარი თანაგუნდელების პოზიციის შეუცვლელობაშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. ამასთან ამბობს, რომ წუხს რომ ვერ შეასრულა დაპირება და იმედგაცრუებულია.

საკუთარი სიტყვის გარანტი ვერ გახდა, მაგრამ ირწმუნება რომ გახდება 2020 წლის არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტი. ივანიშვილი გავრცელებულ წერილში არ კიცხავს თანაგუნდელებს, პირიქით ერთგვარ მისეულ ახსნას სთავაზობს საზოგადოებას. ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ მან მისი თანაგუნდელები ვერ დაარწმუნა. 

ქეთევან ჭყონია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი