თუთუნის მწარმოებლები აჭარის მაღალმთიანეთში რეგულაციებს აპროტესტებენ

13 ნოემბერი 2019, 20:20 2220 ნახვა

საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ქედაში - თამბაქოს რეალიზაციით დაკავებული ასობით ოჯახი აქციზის გადასახადის დაწესებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 1 კილოგრამ წარმოებულ ნედლეულზე აქციზის გადასახადი 60 ლარია, რისი გადახდაც გლეხებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. 

ცვლილებები ძალაში ერთ კვირაში შედის. დაეხმარება თუ არა ფერმერებს აჭარის მთავრობა? ეს ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს ორი დღის წინ ვკითხეთ - მაშინ მთავრობის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ეს ბევრი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო არაა.

მოქალაქეების თქმით კი თუ შეღავათები არ დაწესდება, ისინი ცვლილებას ვერ გაუმკლავდებიან. თამუნა ხოზრევანიძე დაბრუნდა ცოტა ხნის წინ ქედიდან, მას ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი