ჰაერის დაბინძურების კრიტიკული მაჩვენებელი დაფიქსირდა ინდოეთის დედაქალაქში

04 ნოემბერი 2019, 15:36 1279 ნახვა

ჰაერის დაბინძურების კრიტიკული მაჩვენებელი დაფიქსირდა ინდოეთის დედაქალაქში. იგი   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენლ  უსაფრთხო  ნორმას   ათჯერ აღემატება. ნიუ-დელიში ნოემბერში  ატმოსფეროს ხარისხი, რომელიც  მსოფლიოს ყველაზე  დაბინძურებულ  დედაქალაქად  მიიჩნევა,  მკვეთრად გაუარესდა.  მთავარ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ  შემოდგომაზე  დედაქალაქის შემოგარენსა და მეზობელ რაიონებში  გლეხები  ნამჯას  წვავენ,  კვამლი კი   ჰაერის ძლიერ დაბინძურებას იწვევს.

  სქელი სმოგის გამო  დაკეტილია სკოლები, გადადებულია ავიარეისები.  ასევე შეჩერებულია სამშენებლო სამუშაოები.  ამას გარდა, დღეიდან დელიში  კერძო ავტომობილების სარგებლობის შესახებ ახალი წესი ამოქმედდა. 4-დან 15 ნოემბრამდე ლუწი ნომრების მქონე  ლუწ რიცხვებში, ხოლო კენტი ნომრების მქონე ავტომობილები კენტ რიცხვებში იმოძრავებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში