ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში და ზედა აჭყვაში მეწყერი ჩამოწვა

02 ნოემბერი 2019, 13:57 1141 ნახვა

უხვი ნალექის გამო ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში მეწყერი ჩამოწვა. გორგილაძეების სახლთან ახლოს მიწის მასა დაახლოებით დილის 5 საათზე ჩამოიშალა, ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერმა სახლსაც შეუქმნა საფრთხე. ისინი ღამის გატენებას მეზობელთან გეგმავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეროზიული პროცესები შესაძლოა ისევ განმეორდეს.

გორგილაძეებს მერიაში უთხრეს, რომ ტერიტორიას გეოლოგები ორშაბათს შეისწავლიან.

მეწყერი ჩამოწვა სოფელ ზედა აჭყვაშიც, საავტომობილო გზაზე. მიწის მასამ გაზის მილიც დააზიანა.

ფოტო: გოდე თურმანიძე

ადგილობრივების ინფორმაციით გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში