აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მამუკა თურმანიძეც ადასტურებს. ამბობს, რომ სამსახურიდან გაშვების მიზეზი, გარკვეულ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობა იყო.
აჭარის მაუწყებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომელიც შესაძლო ფინანსურ დარღვევებს ეხებოდა, თურმანიძე საპასუხოდ ამბობს, რომ ეს სიცრუეა. ირწმუნება, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე იყო.
თურმანიძე წლებია სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს, ტიტე აროშიძის მინისტრად წარდგენის შემდეგ კი, პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა.
მაუწყებელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, მინისტრის განმარტებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.