საკრებულოს სხდომა ქედაში

26 ოქტომბერი 2019, 12:28 588 ნახვა

ქედის საკრებულოს სხდომაზე, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ვაჟა ბოლქვაძე დაინტერესდა, რატომ არ გაიხსნა დათქმულ ვადებში პირველი მაისისა და ახოს საბავშვო ბაღები. მისი თქმით, აღმზრდელები სარემონტო სამუშაოების გამო ვერ მუშაობენ, თუმცა იღებენ ანაზღაურებას. ბავშვები კი სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით,  ბაღების რეაბილიტაცია სატენდერო პროცედურებმა გააჭინაურა.

აღსაზრდელები კი მშობლების სურვილის მიხედვით, მიმდებარე საბავშვო ბაღებში გადანაწილდნენ. სხდომაზე ცვლილება შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამას. ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდგომ აღმოჩნდა, რომ გობრონეთში სოფლის სახლის რეაბილიტაციისთვის გაცილებით მეტი თანხა 9, 500ლარია საჭირო ამიტომ, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გარეგანათებისთვის საჭირო თანხა სოფლის სახლის სრულ რეაბილიტაციას მოხმარდება.

დეპუტატებმა ასევე მოისმინეს ეკონომიკური განვითარების სამსახურის ექვსი თვისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მესამე კვარტალში შესრულებული ანგარიში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი