ავარიულ სახლებში მცხოვრებლები მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან

23 ოქტომბერი 2019, 20:30 1220 ნახვა

ბათუმის მერიას შარშან შემოწმებული ავარიული სახლების პრობლემა ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია. ჯერ კიდევ უცნობია რას გაითვალისწინებს მომავალი წლის ბიუჯეტში და როგორ დაეხმარება ოჯახებს, რომლებიც ექსპერტიზის მოკვლევის შედეგად, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობენ.

ათობით სახლს შორის ერთ-ერთი გენერალ კვინიკაძის ქუჩაზე მდებარეობს. ისინი დაპირების მიუხედავად ქირით ამ დრომდე არ გაუყვანიათ. ამ სახლის მსგავსად გამაგრებას არ ექვემდებარება ბათუმში 40-ზე მეტი სახლი - რაც ოჯახების რაოდენობას საგრძნობლად ზრდის.

სხვათა შორის მერიას გასულ წელს ინიციატივა ჰქონდა, რომელიც საკრებულომ ნაჩქარევად და დაუსაბუთებლად შეაფასა. რატომ არ ეყო ბათუმის მერიას ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი ინიციატივის დასასაბუთებლად თითქმის ერთი წელი და რა ვერსიებს განიხილავს ლაშა კომახიძე გასული წლის დეკემბრიდან დღემდე?

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში