ანბანის კოშკთან ფილები აყარეს და ბეტონს აგებენ

18 ოქტომბერი 2019, 15:00 2550 ნახვა

ბათუმის მერია  ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის  რეაბილიტაციისთვის   მილიონ 949 ათას ლარს ხარჯავს. ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით  ტერიტორიაზე  ფილები უნდა აიღონ და ბეჭდური ბეტონი დააგონ.  საუბარია 14 ათას 500 კვადრატულ მეტრზე.

რატომ იხარჯება  ყოველწლიურად სოლიდური თანხები  აღნიშნული სამუშაოებისთვის?  მერიის შესაბამის სამსახურში ირწმუნებიან, რომ გასულ წლებში დახარჯული თანხები მიზერულია. არადა, საპირისპირო ინფორმაციაა განთავსებული  ქალაქის მერიის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე. აქ წერია, რომ ფილების გამოსაცვლელად  2016 წელს 110 ათასი ლარი,   ხოლო  2017 წელს 23 ათასი ლარი დაიხარჯა.

 სულხან ევგენიძე სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას  ფილების  არა დაზიანების   ხარისხით, არამედ  ანბანის კოშკის მიმდებარედ  ჩატარებული სხვადასხვა  ღონისძიებით ხსნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი