სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 7 წელი გავიდა. მის ხსოვნას შსს ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.
ივანე გოლაშვილი გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით - „მამაცობისთვის“, დაჯილდოვდა.