ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელში წერილებს იწერებიან, საქართველო და ქართველები დასაჯეთო, ჯაშუშებს დაუძახებ და „საშინლად სწყინთ“ - მამუკა მდინარაძე

22 ნოემბერი 2024, 14:04 266 ნახვა

„ეზიზღებათ“ ყველაფერი რუსული და ხოშტარიას პარტიას წარმოადგენენ, თაღლითებს და მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძის პარტიას წარმოადგენენ, მოღალატეობაში ბრალს სდებენ ადამიანებს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელში წერილებს იწერებიან, საქართველო და ქართველები დასაჯეთო.

„ეზიზღებათ“ ყველაფერი რუსული და ხოშტარიას პარტიას წარმოადგენენ. ევროპაზე და დემოკრატიაზე ლაპარაკობენ და სააკაშვილის პარტიას წარმოადგენენ. თაღლითებს და მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძის პარტიას წარმოადგენენ. მოღალატეობაში ბრალს სდებენ ადამიანებს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ. ვერ ბედავენ, მათივე კოლეგაზე უმძიმეს თავდასხმას ამორალური უწოდონ და ჟურნალისტები ჰქვიათ. ერთიანი საქართველოს იდეის კვალდაკვალ აფხაზს და ოსს – მტერს ეძახიან. ევროინტეგრაციის იდეის კვალდაკვალ ოჯახური ღირებულებების კანონი თუ არ გავაუქმეთ, ევროპა არ მიგვიღებსო, პროპაგანდირებენ. ბრიუსელში წერილებს იწერებიან, საქართველო და ქართველები დასაჯეთო. ჯაშუშებს დაუძახებ და „საშინლად სწყინთ“. არჩევნებს აგებენ და 300 ათასი ხმა გაგვიყალბესო“, – წერს მამუკა მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში