ფესტივალი „განდაგანა“ იწყება

22 ნოემბერი 2024, 11:11 105 ნახვა

ევროპის მოედანზე სამზადისი დასასრულს უახლოვდება და სოფლის ტურიზმის ფესტივალი „ განდაგანა დაიწყება. 14 საათზე კულინარიული შეჯიბრება მოეწყობა.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სტუმრებს საშუალება ექნებათ ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას.  მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, ჩატარდება მასტერკლასები.

ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

სააგენტოში ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით ფესტივალის მასშტაბი გაზრდილია, ჯამში კულინარიული და რეწვის ოსტატების რაოდენობა 250-ს აჭარბებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი