ფრანგმა ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების მიმართულებით გადაამზადეს.
სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
სწავლების პრაქტიკულ ნაწილში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომლის მეშვეობითაც მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენიდან თოკით დაშვებისა და სხვა სამაშველო ოპერაციების დემონსტრირება მოახდინეს.