„მანანას ფერების ისტორია“ ამ სახელწოდებით აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მხატვარ მანანა გეგიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სხვადასხვა თემატიკისა და ჟანრის ნამუშევრები.ნახატების დათვალიერება 6 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
პროფესიით ჟურნალისტმა მანანა გეგიძემ ხატვა რადენიმე წლის წინ დაიწყო და 200 მდე ნამუშევარი აქვს შესრულებული. მისმა ფერწერულმა ნახატმა იტალიაში გამართულ გამოფენაზე მიქელანჯელოს დიპლომი დაიმსახურა,გეგიძის ტილოები 2026 წლის აპრილში პარიზსა და აშშ-შიც გამოიფინება.
