ბათუმი საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალს ხვალიდან 5 დღის განმავლობაში უმასპინძლებს, საფესტივალო დღეები თოჯინების სპექტაკლების პარალელურად მოიცავს ვორქშოფებსაც.
6 სხვადასხვა ქვეყნის დასი წარდგება მაყურებლისა და ჟიურის წინაშე საფესტივალო პიესებითა და ინსცენირებით, რომლის შემდეგაც ნომინაციებში გამარჯვებულებს გამოავლენენ.
ფესტივალს მასპინძელი თეატრი გახსნის სპექტაკლით “პლატონი”, რომელიც ასევე საკონკურსო ნამუშევარია.
