აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებულ 102 ოჯახს 950 675 ლარით დაეხმარება

05 ნოემბერი 2025, 11:52 162 ნახვა

აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით და ხანძრით დაზარალებული 102 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა რეაბილიტაციისთვის 950 675 ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა. ფინანსურ დახმარებას ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ.

მიმდინარე წელს, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებული 696 ოჯახის​ მხარდასაჭერად უკვე გამოყოფილია 7 მილიონ 465 011 ლარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე