რუსულმა ძალებმა სუმს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 12 ადამიანი

22 ნოემბერი 2024, 10:34 335 ნახვა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დილიდან უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად 12 ადამიანია დაშავებული. თავდასხმა რუსეთმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა.

„მტერმა „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რეგიონული ცენტრის საცხოვრებელ მიკრორაიონს შეუტია“, - აცხადებენ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

წუხელ, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატები ქალაქ სუმისკენ მიემართებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში