ფესტივალი „განდაგანა“ იწყება

22 ნოემბერი 2024, 14:50 322 ნახვა

ევროპის მოედანზე ფესტივალი „განდაგანა დაიწყო. მოეწყო კულინარიული შეჯიბრება. , სტუმრებს საშუალება აქვთ ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას.  მოეწყო სპეციალური კვების კუთხე, დღის განმავლობაში ჩატარდება მასტერკლასები.

ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

სააგენტოში ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით ფესტივალის მასშტაბი გაზრდილია, ჯამში კულინარიული და რეწვის ოსტატების რაოდენობა 250-ს აჭარბებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში