დღეს საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩში გასვლაზე ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
პირველი შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველომ ხორვატია 1-0 დაამარცხა.
ორი მატჩის ჯამში წყვილში გამარჯვებული ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშებს.
ხორვატიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.