თხილნარში საავტომობილო მოძრაობა აღდგა

06 სექტემბერი 2016, 00:00 3204 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით სამუშაოები  9 ლოკაციაზე მიმდინარეობს. შედარებით მძიმე მდგომარეობა იყო ჭარნალში, კალენდერეს დასახლებაში, ახალსოფელსა და ერგეში. დღის 2 საათისთვის თხილნართან დამაკავშირებელი გზა სრულად აღდგა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ორი ოჯახი საცხოვრებლად ქირით გაიყვანეს. ამჟამად ადგილზე გეოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. 

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში